b r z a n e b apoliceacademy.gov.ge/uploads/docs/public_info/contests...sajaro samartlis iuridiuli...

13
sajaro samarTlis iuridiuli piri - saqarTvelos Sinagan saqmeTa saministros akademiis reqtoris brZaneba / 2017 წ. თბილისი # სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის მიერ აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით კონკურსის გამოცხადების და დროებითი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 24 დეკემბრის N975 ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის, 22-ე და 23- ე მუხლების, სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის რექტორის 2017 წლის 01 თებერვლის N246174 ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ - საქართველოს შსს აკადემიაში აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების წესის” და ,,სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის რექტორის მოვალეობის შესრულების დროებით დაკისრების შესახებ“ სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის რექტორის 2016 წლის 08 ნოემბრის N2796318 ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად, ბ : 1. სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის (შემდგომში ,,აკადემია“) მიერ სამართლის სკოლის აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით გამოცხადდეს კონკურსი: 1.1) პროფესორის (1 საშტატო ერთეული) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად - სისხლის სამართლის მიმართულებით; 1.2) პროფესორის (1 საშტატო ერთეული) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად - საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით; 1.3) პროფესორის (1 საშტატო ერთეული) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად - კერძო სამართლის მიმართულებით; 1.4) ასოცირებული პროფესორის (1 საშტატო ერთეული) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად - კრიმინალისტიკის მიმართულებით; 1.5) ასოცირებული პროფესორის (1 საშტატო ერთეული) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად - კერძო სამართლის მიმართულებით; 1.6) ასისტენტ - პროფესორის (1 პოზიცია ) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად - სისხლის სამართლის მიმართულებით;

Upload: others

Post on 07-Mar-2020

14 views

Category:

Documents


0 download

TRANSCRIPT

Page 1: b r Z a n e b apoliceacademy.gov.ge/uploads/docs/public_info/contests...sajaro samarTlis iuridiuli piri - saqarTvelos Sinagan saqmeTa saministros akademiis reqtoris b r Z a n e b a

sajaro samarTlis iuridiuli piri - saqarTvelos Sinagan

saqmeTa saministros akademiis reqtoris

b r Z a n e b a

/ 2017 წ. თბილისი #

სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის მიერ აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით

კონკურსის გამოცხადების და დროებითი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013

წლის 24 დეკემბრის N975 ბრძანებით დამტკიცებული წესდების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის

„ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის, 22-ე და 23-

ე მუხლების, სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის რექტორის 2017 წლის 01 თებერვლის N246174

ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ - საქართველოს შსს აკადემიაში აკადემიური პერსონალის

სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების წესის” და ,,სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის

რექტორის მოვალეობის შესრულების დროებით დაკისრების შესახებ“ სსიპ - საქართველოს შსს

აკადემიის რექტორის 2016 წლის 08 ნოემბრის N2796318 ბრძანების პირველი პუნქტის

შესაბამისად,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის (შემდგომში ,,აკადემია“) მიერ სამართლის სკოლის

აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით გამოცხადდეს კონკურსი:

1.1) პროფესორის (1 საშტატო ერთეული) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად -

სისხლის სამართლის მიმართულებით;

1.2) პროფესორის (1 საშტატო ერთეული) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად -

საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით;

1.3) პროფესორის (1 საშტატო ერთეული) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად - კერძო

სამართლის მიმართულებით;

1.4) ასოცირებული პროფესორის (1 საშტატო ერთეული) აკადემიური თანამდებობის

დასაკავებლად - კრიმინალისტიკის მიმართულებით;

1.5) ასოცირებული პროფესორის (1 საშტატო ერთეული) აკადემიური თანამდებობის

დასაკავებლად - კერძო სამართლის მიმართულებით;

1.6) ასისტენტ - პროფესორის (1 პოზიცია ) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად -

სისხლის სამართლის მიმართულებით;

Page 2: b r Z a n e b apoliceacademy.gov.ge/uploads/docs/public_info/contests...sajaro samarTlis iuridiuli piri - saqarTvelos Sinagan saqmeTa saministros akademiis reqtoris b r Z a n e b a

1.7) ასისტენტ - პროფესორის (1 პოზიცია) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად -

ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;

1.8) ასისტენტის (1 პოზიცია) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად - კერძო სამართლის

მიმართულებით.

2. პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ - პროფესორის თანამდებობების

დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება (დანართი N1);

ბ) კონკურსანტის ანკეტა (დანართი N2) მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც

ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და/ან PDF);

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი

(უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების

კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის

შემთხვევაში);

ე)სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი, კანონმდებლობით დადგენილი წესით

გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);

ვ) სამეცნიერო - პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;

თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია (პროფესორის და ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში); ი) სამოტივაციო წერილი (ასისტენტ - პროფესორის შემთხვევაში). 3. ასისტენტის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა

პირმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება (დანართი N1);

ბ) კონკურსანტის ანკეტა (დანართი N2) მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც

ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და/ან PDF);

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო

ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით

დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან დოქტორანტის

სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;

ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი, კანონმდებლობით დადგენილი წესით

გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);

ვ) სამეცნიერო - პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი

ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;

თ) სამოტივაციო წერილი.

4. დაუშვებელია კონკურსში მონაწილე კანდიდატის მიერ ერთზე მეტი განაცხადის

წარმოდგენა ერთზე მეტ საკონკურსო აკადემიურ თანამდებობაზე.

5. პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნას დოქტორის ან მასთან

გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის

სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს რექტორის

სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ დამატებით პირობებს.

6. ასოცირებულ პროფესორად 5 (ხუთი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან

მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი)

Page 3: b r Z a n e b apoliceacademy.gov.ge/uploads/docs/public_info/contests...sajaro samarTlis iuridiuli piri - saqarTvelos Sinagan saqmeTa saministros akademiis reqtoris b r Z a n e b a

წლის სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს

რექტორის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ დამატებით პირობებს.

7. ასისტენტ - პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან

მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს

რექტორის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ დამატებით პირობებს.

8. ასისტენტად 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორანტი, რომელიც

აკმაყოფილებს რექტორის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ დამატებით პირობებს.

9. კონკურსის შედეგად შერჩეული აკადემიური პერსონალის მინიმალური სავალდებულო

სამეცნიერო-კვლევითი, ასევე პედაგოგიური დატვირთვა და ანაზღაურება განისაზღვრება

,,სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის აკადემიური პერსონალის სავალდებულო

ყოველკვირეული საათობრივი დატვირთვის და შრომის ანაზღაურების ოდენობის

განსაზღვრის შესახებ აკადემიის რექტორის 2017 წლის 07 თებერვლის N306104 და 2017 წლის 01 მარტის N503504 ბრძანებებით. 10. კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის 19 მაისს. საკონკურსო დოკუმენტაცია 2017 წლის 20

ივნისიდან 2017 წლის 26 ივნისის ჩათვლით (საქართველოს ორგანული კანონის

,,საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული დასვენებისა და უქმე დღეების გარდა) 930-

დან 1730 საათამდე წარედგინება აკადემიის კანცელარიას (მის: ქ.თბილისი, გმირი კურსანტების

ქ.N4).

11. აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსის ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით,

კონკურსის ჩატარების ვადით შეიქმნას დროებითი საკონკურსო კომისია (შემდგომში

,,კომისია“) შემდეგი შემადგენლობით:

ა) თამარ გვარამაძე - აკადემიის სამართლის სკოლის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ)ნატალია მოწონელიძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, კომისიის

თავმჯდომარის მოადგილე;

გ)დიმიტრი დინუაშვილი - ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს პროფესიული

განათლების განყოფილების მთავარი ინსტრუქტორი (განყოფილების უფროსის მოადგილე),

კომისიის წევრი;

დ) დავით გელაშვილი - აკადემიის რექტორის მრჩეველი, კომისიის წევრი;

ე) რეზო სუჯაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების

მართვის დეპარტამენტის II სამმართველოს (საინფორმაციო უზრუნველყოფისა და

პროფესიული მომზადების ორგანიზების) III განყოფილების (პროფესიული მომზადების

ორგანიზაციული უზრუნველყოფის) უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი - კომისიის წევრი;

ვ) ვარლამ ხათრიძე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის

უფროსის მოადგილე (დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე) პოლიციის ვიცე-

პოლკოვნიკი - კომისიის წევრი;

ზ) თამარ მემანიშვილი - აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების

უფროსი, კომისიის წევრი (კომისიის მდივანი);

თ) მორის შალიკაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი,

კომისიის წევრი (მოწვეული სპეციალისტი);

ი) გიორგი ვაშაკიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული

პროფესორი, კომისიის წევრი (მოწვეული სპეციალისტი).

12. კომისიის მიერ კანდიდატების შერჩევა და შეფასება ხორციელდება აკადემიის რექტორის

2017 წლის 01 თებერვლის N246174 ბრძანებით (და მასში 2017 წლის 10 მაისის N1101523 ბრძანებით შეტანილი ცვლილებით) განსაზღვრული წესით.

Page 4: b r Z a n e b apoliceacademy.gov.ge/uploads/docs/public_info/contests...sajaro samarTlis iuridiuli piri - saqarTvelos Sinagan saqmeTa saministros akademiis reqtoris b r Z a n e b a

13. კომისიამ კონკურსის ჩატარება უნდა უზრუნველყოს 2017 წლის 27 ივნისიდან 1 (ერთი)

თვის ვადაში, ხოლო შემაჯამებელი ოქმის აკადემიის რექტორისათვის წარდგენა არაუგვიანეს

2017 წლის 31 ივლისისა. რექტორის მიერ გადაწყვეტილება მიიღება შემაჯამებელი ოქმის

წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

14. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილებას, კონკურსის შესახებ

ინფორმაციის (დანართი N3) და აღნიშნული ბრძანების აკადემიის ვებ-გვერდზე

www.policeacademy.gov.ge განთავსება.

15. დაევალოს ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას ვებ-გვერდზე www.jobs.ge

ბრძანების და ინფორმაციის (დანართი N3) განთავსებისათვის საჭირო ღონისძიებების

გატარება.

16. კონკურსთან დაკავშირებულ საკითხებზე საკონტაქტო პირებად განისაზღვროს - სსიპ

საქართველოს შსს აკადემიის სამართლის სკოლის უფროსი - თამარ გვარამაძე და ადამიანური

რესურსების მართვის განყოფილების უფროსი - თამარ მემანიშვილი.

17. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე;

18. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ.თბილისი, დ.

აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

საფუძველი: სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის სამართლის სკოლის უფროსის - თამარ

გვარამაძის 2017 წლის 10 მაისის N1100628 პატაკი, სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის

რექტორის 2017 წლის 10 მაისის N1108775 პატაკი (კომისიის წევრების შეთანხმებასთან

დაკავშირებით), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის

უფროსის ი. ჭოხონელიძის 2017 წლის 17 მაისის N1164467 პატაკი, ადამიანური რესურსების

მართვის დეპარტამენტის დირექტორის ზ. ჩოხელის 2017 წლის 16 მაისის N1156352

სამსახურებრივი ბარათი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილის - მორის შალიკაშვილის

2017 წლის 18 მაისის განცხადება (აკადემიაში რეგისტრაციის N1175775 18.05.2017 წ.), ილიას

სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორის - გიორგი

ვაშაკიძის 2017 წლის 18 მაისის განცხადება (აკადემიაში რეგისტრაციის N1179477 19.05.2017 წ.)

და სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის ხელმძღვანელობის განკარგულება.

რექტორის

მოვალეობის შემსრულებელი გამოყენებულია ელექტრონული იაკობ ღლონტი ხელმოწერა

Page 5: b r Z a n e b apoliceacademy.gov.ge/uploads/docs/public_info/contests...sajaro samarTlis iuridiuli piri - saqarTvelos Sinagan saqmeTa saministros akademiis reqtoris b r Z a n e b a

დანართი №1

სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის რექტორს

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სახელი, გვარი, მისამართი)

გ ა ნ ც ხ ა დ ება

მსურს, მონაწილეობა მივიღო სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის --------------------------------

------------------------ აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში.

ვადასტურებ, რომ გავეცანი და ვეთანხმები, სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის აკადემიური

თანამდებობის დაკავებისა და აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსის ჩატარების

წესსა და პირობებს.

თანახმა ვარ, საკონკურსო კომისიამ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს

კანონის შესაბამისად, განახორციელოს ჩემი იმ პერსონალური მონაცემების დამუშავება, რაც

აუცილებელია კონკურსის მიზნებისათვის.

თანახმა ვარ, ჩემი პერსონალური მონაცემები (სახელი,გვარი,მამის სახელი) მიეთითოს

საჯაროდ კომისიის სხდომის ოქმებში, რომელთა გამოქვეყნება მოხდება საჯარო სხდომების

დასრულების შემდეგ. ასევე რექტორის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების

გამოქვეყნების დროს.

კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის დადგენილი წესით გამოქვეყნების შემდგომ, ჩემი

საკონკურსო ანკეტისა და შეფასების ფორმის ის ნაწილი, რომელიც არ შეიცავს პერსონალურ

ინფორმაციას დაინტერესებული პირის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში გაცემული

იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ხელმოწერა: ––––––––––––––––––––––––––

თარიღი: ––––––

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ.ფოსტა:

Page 6: b r Z a n e b apoliceacademy.gov.ge/uploads/docs/public_info/contests...sajaro samarTlis iuridiuli piri - saqarTvelos Sinagan saqmeTa saministros akademiis reqtoris b r Z a n e b a

დამტკიცებულია სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის რექტორის

2017 წლის 01 თებერვლის N246174 ბრძანებით

დანართი №2

კონკურსანტის ანკეტა

ა) პირადი ინფორმაცია კონკურსანტის შესახებ

გვარი

სახელი

მამის სახელი

დაბადების თარიღი

პირადი ნომერი

მოქალაქეობა

მისამართი

ტელეფონი

ელ.ფოსტა

ბოლო სამსახურებრივი

პოზიცია

ბ) საკონკურსო პოზიცია

პროფესორი

ასოცირებული

პროფესორი

ასისტენტ

პროფესორი

ასისტენტი

1. განათლება

უმაღლესი საგანმანათლებლო

დაწესებულება, ფაკულტეტი

ჩარიცხვისა და

დამთავრების

წლები

კვალიფიკაცია

Page 7: b r Z a n e b apoliceacademy.gov.ge/uploads/docs/public_info/contests...sajaro samarTlis iuridiuli piri - saqarTvelos Sinagan saqmeTa saministros akademiis reqtoris b r Z a n e b a

2. აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი (PhD/ საკანდიდატო დისერტაციის დაცვა; სადოქტორო დისერტაციის დაცვა)

დისერტაციის დაცვის თარიღი

დისერტაციის დაცვის ადგილი

დისერტაციის თემა

მინიჭებული კვალიფიკაცია

კვალიფიკაციის დამადასტურებელი

დოკუმენტის ნომერი

3. პედაგოგიური სტაჟი

6 წელზე მეტი 6 წელზე ნაკლები

აკრედიტებული/ავტორიზებული

უმაღლესი საგანმანათლებლო

დაწესებულების დასახელება

მუშაობის

დაწყებისა და

დასრულების

პერიოდი

სწავლების

საფეხური

და ფორმა

(ლექცია/სემინარი)

სასწავლო

კურსები

4. სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობა, მათ შორის: ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული

პუბლიკაციები, სამეცნიერო სტატიები და ბოლო 5 წლის განმავლობაში კონფერენციებში

მონაწილეობა

N კონკურსანტის მონაწილეობა და მოხსენებები ან სხვა მასალა საერთაშორისო სამეცნიერო

კონფერენციებზე ( ბოლო 5 წლის განმავლობაში)

1 თარიღი

მოხსენების სათაური

კონფერენციის დასახელება

ჩატარების ადგილი

ელექტრონული

მისამართი(სადაც მოიპოვება

N პუბლიკაციის დასახელება, გამოცემის წელი

( ელ.მისამართი ასეთის არსებობისას)

1

2

Page 8: b r Z a n e b apoliceacademy.gov.ge/uploads/docs/public_info/contests...sajaro samarTlis iuridiuli piri - saqarTvelos Sinagan saqmeTa saministros akademiis reqtoris b r Z a n e b a

ინფორმაცია კონფერენციის და

მომხსენებეკთა თაობაზე)

2 თარიღი

მოხსენების სათაური

კონფერენციის დასახელება

ჩატარების ადგილი

ელექტრონული მისამართი

5. სასწავლო კურსების დასახელება, რომელთა წაკითხვა შეუძლია კონკურსანტს (მათ შორის

აკადემიაში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამის კურსთან მიმართებით.

N კურსის დასახელება საგანმანათლებლო

პროგრამა

ლექ

ცი

პრაქ

ტი

კულ

/სემ

ინა

რი

1

2

3

წარმოდგენილი სილაბუსები 1 (წარმოადგინეთ დანართის სახით)

N კურსის დასახელება საგანმანათლებლო

პროგრამა

მეცადინეობის

ფორმა

ლექ

ცი

პრაქ

ტი

კულ

/სემ

ინა

რი

1

2

3

6. საკონკურსო კომისიისათვის შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული ნაშრომი

პუბლიკაციის

სახეობა

პუბლიკაციის სათაური, ავტორები, ჟურნალის/გამომცემლობის

დასახელება, ტიპი/ტომი, გვერდები, პუბლიკაციის

ელექტრონული მისამართი

გამოქვეყნების

წელი

1 მხოლოდ პროფესორებისა და ასოცირებული -პროფესორებისათვის

Page 9: b r Z a n e b apoliceacademy.gov.ge/uploads/docs/public_info/contests...sajaro samarTlis iuridiuli piri - saqarTvelos Sinagan saqmeTa saministros akademiis reqtoris b r Z a n e b a

7. სამეცნიერო კვლევების კონცეფცია/სამოტივაციო წერილი2 (წარმოდგენილი უნდა იყოს დანართის სახით)

8. სამსახურებრივი გამოცდილება (გარდა პედაგოგიურისა)

დაწყებისა და

დასრულების თარიღები

დაწესებულების დასახელება და დაკავებული თანამდებობა

9. კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ტრენინგები

10. საგრანტო/სახელშეკრულებო პროექტებში მონაწილეობა ბოლო 5 წლის განმავლობაში,

სამეცნიერო სტიპენდიები

№ განხორციელების

წლები

დონორი ორგანიზაცია,

პროექტის/ხელშეკრულების №

პროექტის დასახელება როლი

პროექტში

11. თანამშრომლობა უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებთან (უცხოეთის უნივერსიტეტებთან/სამეცნიერო ცენტრთან ერთობლივ სასწავლო ან სამეცნიერო პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობა, მივლინება/სტიპენდია/სტაჟირება და სხვ.)

2 სამეცნიერო კვლევების კონცეფციის წარმოდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ აპლიკანტებისთვის, რომელთაც სურთ პროფესორის ან

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავება, ასიტენტ–პროფესორები და ასისტენტები წარმოადგენენ სამოტივაციო

წერილს.

თარიღი კურსების/ტრენინგების დასახელება დიპლომის/სერტიფიკატის

ნომერი

Page 10: b r Z a n e b apoliceacademy.gov.ge/uploads/docs/public_info/contests...sajaro samarTlis iuridiuli piri - saqarTvelos Sinagan saqmeTa saministros akademiis reqtoris b r Z a n e b a

თანამშრომლობის ფორმა უნივერსიტეტის / სამეცნიერო ცენტრის

დასახელება

დაწყებისა და

დასრულების

თარიღი

12. უცხო ენის ცოდნა (გთხოვთ, წარმოადგინოთ სერტიფიკატი, ასეთის არსებობის შემთხვევაში ან

მიუთითოთ დამატებითი ინფორმაცია მიღებული ცოდნის შესახებ)

13. ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა

14. დამატებითი ინფორმაცია

N

ინფორმაციის სისწორეს ვადასტურებ

..................................

ხელმოწერა გარკვევით

თარიღი

შენიშვნა: კონკურსანტმა ანკეტა (თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად) უნდა წარმოადგინოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით.

Page 11: b r Z a n e b apoliceacademy.gov.ge/uploads/docs/public_info/contests...sajaro samarTlis iuridiuli piri - saqarTvelos Sinagan saqmeTa saministros akademiis reqtoris b r Z a n e b a

დანართი N3

სსიპ - საქართველოს შსს აკადემია აკადემიური პერსონალის შერჩევის მიზნით აცხადებს

კონკურსს შემდეგ პოზიციებზე:

1) სამართლის სკოლის პროფესორის (3 საშტატო ერთეული) აკადემიური თანამდებობის

დასაკავებლად:

ა) 1 (ერთი) საშტატო ერთეული - სისხლის სამართლის მიმართულებით;

ბ) 1 (ერთი) საშტატო ერთეული - საკონსტიტუციო სამართალის მიმართულებით;

გ) 1 (ერთი) საშტატო ერთეული - კერძო სამართალის მიმართულებით.

2) სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორის (2 საშტატო ერთეული) აკადემიური

თანამდებობის დასაკავებლად:

ა) 1 (ერთი) საშტატო ერთეული - კრიმინალისტიკის მიმართულებით;

ბ) 1 (ერთი) საშტატო ერთეული - კერძო სამართალის მიმართულებით.

3) სამართლის სკოლის ასისტენტ პროფესორის (2 საშტატო ერთეული) აკადემიური

თანამდებობის დასაკავებლად:

ა) 1 (ერთი) საშტატო ერთეული - სისხლის სამართლის მიმართულებით;

ბ) 1 (ერთი) საშტატო ერთეული - ადმინისტრაციული სამართალის მიმართულებით.

4) სამართლის სკოლის ასისტენტის (1 საშტატო ერთეული) აკადემიური თანამდებობის

დასაკავებლად კერძო სამართლის მიმართულებით.

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ - პროფესორის შესარჩევ კონკურსში

მონაწილეობის მიღების მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება (დანართი N1);

ბ) კონკურსანტის ანკეტა (დანართი N2) მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც

ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და/ან PDF);

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი

(უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების

კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის

შემთხვევაში);

ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი, კანონმდებლობით დადგენილი წესით

გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);

ვ) სამეცნიერო - პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;

თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია (პროფესორის და ასოცირებული-პროფესორის

შემთხვევაში)

ი)სამოტივაციო წერილი (ასისტენტ-პროფესორის შემთხვევაში)

Page 12: b r Z a n e b apoliceacademy.gov.ge/uploads/docs/public_info/contests...sajaro samarTlis iuridiuli piri - saqarTvelos Sinagan saqmeTa saministros akademiis reqtoris b r Z a n e b a

ასისტენტის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა

პირმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება (დანართი N1);

ბ) კონკურსანტის ანკეტა (დანართი N2) მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც

ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და/ან PDF);

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო

ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით

დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან დოქტორანტის

სტატუსის დამადასტურებელი ცნობა;

ე) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი, კანონმდებლობით დადგენილი წესით

გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);

ვ) სამეცნიერო - პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი

ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;

თ) სამოტივაციო წერილი.

ძირითადი კრიტერიუმი:

პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნას დოქტორის ან მასთან

გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი)

წლის სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.

ასოცირებულ პროფესორად 5 (ხუთი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან

მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3

(სამი) წლის სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.

ასისტენტ - პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის ან

მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

ასისტენტად 3 (სამი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორანტის სტატუსის მქონე

პირი;

დამატებითი კრიტერიუმი:

საჭიროების შემთხვევაში, გასაუბრების ეტაპზე კონკურსანტს შესაძლებელია ეთხოვოს

საცდელი ლექციის, ან ისეთი აქტივობის განხორციელება, რაც გამოდგება კონკურსანტის

სრულყოფილად შეფასების დამატებით კრიტერიუმად.

კონკურსის ეტაპები:

საკონკურსო დოკუმენტაციის შემოწმება;

გასაუბრება.

Page 13: b r Z a n e b apoliceacademy.gov.ge/uploads/docs/public_info/contests...sajaro samarTlis iuridiuli piri - saqarTvelos Sinagan saqmeTa saministros akademiis reqtoris b r Z a n e b a

დროებითი საკონკურსო კომისია კანდიდატების შერჩევას და შეფასებას ახორციელებს სსიპ -

საქართველოს შსს აკადემიის რექტორის 2017 წლის 01 თებერვლის N246174 ბრძანებით

დამტკიცებული ,,სსიპ - საქართველოს შსს აკადემიაში აკადემიური პერსონალის სამსახურში

მიღებისა და კონკურსის ჩატარების წესი”-ს შესაბამისად.

აკადემიური პერსონალის მინიმალური სავალდებულო სამეცნიერო-კვლევითი, ასევე

პედაგოგიური დატვირთვა და ანაზღაურება განისაზღვრება აკადემიის რექტორის

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.

საკონკურსო დოკუმენტაცია 2017 წლის 20 ივნისიდან 2017 წლის 26 ივნისის ჩათვლით (შრომის

კოდექსით განსაზღვრული დასვენებისა და უქმე დღეების გარდა) 930-დან 1730 საათამდე

წარედგინება აკადემიის კანცელარიას (მის: ქ.თბილისი, გმირი კურსანტების ქ.N4).

დროებითი საკონკურსო კომისია კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს 2017 წლის 27

ივნისიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ხოლო შემაჯამებელი ოქმის აკადემიის რექტორისათვის

წარდგენა არაუგვიანეს 2017 წლის 31 ივლისისა. აკადემიის რექტორის მიერ გადაწყვეტილება

მიიღება შემაჯამებელი ოქმის წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

დამატებითი ინფორმაცია:

სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის მიერ გამოცხადებულ აკადემიურ კონკურსში

მონაწილეობის მიღების მსურველმა პირმა სრულყოფილად უნდა შეავსოს განცხადება

(დანართი N1) და და დაურთოს მას ანკეტა (დანართი N2).

ანკეტისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულოა, როგორც ნაბეჭდი,

ისე ელექტრონული სახით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ დაუშვებელია წარმოდგენილი იქნას

ერთზე მეტი განცხადება, ერთზე მეტ საკონკურსო აკადემიურ თანამდებობაზე.

კონკურსში მონაწილეობის შესახებ ვადის დარღვევით წარდგენილი განცხადება მიღებას და

რეგისტრაციას არ ექვემდებარება.

კონკურსის დასრულების შემდეგ შედეგები გამოქვეყნდება აკადემიის ოფიციალურ ვებ-

გვერდზე www.policeacademy.gov.ge.

საკონტაქტო პირი - აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი -

თამარ მემანიშვილი, მობ.: 577 15 20 01.